AI თქვენი ბიზნესის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისთვის

რატომ აღარ არის საკმარისი ტრადიციული ვიდეო კამერები?

დღეს კამერების უმეტესობა მხოლოდ ვიდეოს იწერს — მაგრამ არ აანალიზებს, არ აგზავნის შეტყობინებებს და არ იღებს გადაწყვეტილებებს.
უსაფრთხოების გუნდები ხშირად დაგვიანებით რეაგირებენ ინციდენტებზე, ხოლო ბიზნესს აკლია რეალური მონაცემები მომხმარებლის ქცევისა და ოპერაციების შესახებ

ინციდენტების დაგვიანებული აღმოჩენა

ვიდეო ჩანაწერების ანალიტიკის არქონა

ადამიანურ მონიტორინგზე დამოკიდებულება

დროის დიდი დანახარჯი გამოძიებაზე

რეაგირება ფაქტის დადგომის შემდეგ

ოპერაციული მონაცემების ნაკლებობა

ვინ ვართ ჩვენ?

Nexera უზრუნველყოფს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ვიდეო ანალიტიკას, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს მოვლენებს, ქცევებს და რისკებს რეალურ დროში. სისტემა ამცირებს ადამიანის ჩართულობას და ზრდის რეაგირების სისწრაფეს.

ჩვენი გადაწყვეტები:

AI საფრთხის აღმოჩენა

ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად ამოიცნობს იარაღს, ძალადობრივ ქცევას და მაღალი რისკის სიტუაციებს რეალურ დროში. სისტემა აგზავნის დაუყოვნებელ შეტყობინებებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რეაგირების დროს და ზრდის ადამიანებისა და ქონების უსაფრთხოებას

არაავტორიზებული წვდომისა და შეჭრის აღმოჩენა

AI აფიქსირებს არაავტორიზებულ შესვლას, შეზღუდული წვდომის ზონების დარღვევებსა და ობიექტებში საეჭვო გადაადგილებას, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოების ნორმის დარღვევების თავიდან აცილებას მათ გამწვავებამდე

მანქანის ნომრების ამოცნობა და ანალიტიკა

ვიდეო ანალიტიკა ავტომატურად კითხულობს ავტომობილის სანომრე ნიშნებს და აკონტროლებს ტრანსპორტის გადაადგილებას. გამოიყენება წვდომის კონტროლისთვის, პარკინგის მართვისთვის და პერიმეტრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად

ჭკვიანი შეტყობინებები და ავტომატური რეაგირება

AI გთავაზობთ რეალურ დროში, კონფიგურირებად შეტყობინებებს და ააქტიურებს ავტომატიზირებულ ქმედებებს, როგორიცაა შეტყობინებები, ჩანაწერები ან ინტეგრაციები წვდომის კონტროლისა და სიგნალიზაციის სისტემებთან

ჩანაწერების გამარტივებული ძიება

AI ფილტრების გამოყენებით შესაძლებელია ვიდეო არქივში მყისიერი ძიება ადამიანების, ავტომობილების, ობიექტების ან დროის მონაკვეთების მიხედვით. პლატფორმა ასევე ქმნის ანალიტიკებს უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და მართვითი გადაწყვეტილებებისთვის

ქცევისა და აქტივობის მონიტორინგი

AI ამოიცნობს უცნაურ ან რისკის შემცველ ქცევებს, როგორიცაა უსაქმოდ დგომა, ადევნება, სირბილი ან ხალხის გადაჭარბებული შეკრება. ეს აუმჯობესებს უსაფრთხოებას, წესების დაცვას და ოპერაციულ ცნობადობას

გლობალურად აღიარებული AI ტექნოლოგიები — საქართველოში

Nexera თანამშრომლობს მსოფლიო დონის AI ვიდეო ანალიტიკის პლატფორმებთან, რომლებიც უკვე წარმატებით გამოიყენება ათასობით ობიექტზე გლობალურად.
ჩვენი როლია ამ ტექნოლოგიების სწორად შერჩევა, ლოკალურად დანერგვა და მუდმივი მხარდაჭერა ქართული ბიზნესებისთვის.

unnamed removebg preview
CoramAI
unnamed
Solink
favicon seargin
Seargin
unnamed (1)
Eagle Eye Network

ინდუსტრიები - ვის ვემსახურებით

ჩვენი AI გადაწყვეტილებები ადაპტირებულია სხვადასხვა ინდუსტრიის სპეციფიკურ საჭიროებებზე

განათლება

სკოლებისა და უნივერისტეტების უსაფრთხოება, ქცევის მონიტორინგი, სწრაფი რეაგირება კრიტიკულ სიტუაციებზე

ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები

ფილიალების უსაფრთხოება, ინციდენტების გამოძიება, რეგულაციებთან შესაბამისობა.

საცალო ვაჭრობა

ქურდობის პრევენცია, მომხმარებელთა ნაკადის ანალიზი, რიგების შემცირება და პერსონალის ეფექტიანობის გაზრდა.

ლოჯისტიკა და საწყობები

შრომის უსაფრთხოება, ინციდენტების ანალიზი, ოპერაციების მონიტორინგი.

ჯანდაცვა

უსაფრთხოების მონიტორინგი, პროცესების კონტროლი და რისკების შემცირება სამედიცინო დაწესებულებებში

სამშენებლო ობიექტები

უსაფრთხოების წესების კონტროლი, არავიზიტორების გამოვლენა და სამუშაო პროცესების მონიტორინგი.

როგორ ვმუშაობთ?

მარტივი და გამჭვირვალე დანერგვის პროცესი

01.

აღმოჩენა

თქვენი საჭიროებების დეტალური ანალიზი

02.

დანერგვა

პილოტ პროექტის დაგეგმვა და გაშვება

03.

ინტეგრაცია

არსებული კამერებისა და სისტემების ინტეგრაცია

04.

კონფიგურაცია

AI ალგორითმების კონფიგურაცია

05.

ტრენინგი

გუნდის ტრენინგი

06.

განვითარება

მუდმივი მხარდაჭერა და გაუმჯობესება

გადააქციეთ თქვენი კამერები ჭკვიან ბიზნეს ინსტრუმენტად

დაგვიკავშირდით დღესვე და გამოსცადეთ AI ვიდეო ანალიტიკა Nexera-სთან ერთად.

Scroll to Top