AI გადაწყვეტილებების ინტეგრაცია საქართველოში

რას გთავაზობთ Nexera:
01.
AI უსაფრთხოება და წვდომების კონტროლი
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა რეალურ დროში ამოიცნობს იარაღს, ძალადობრივ ქცევას, მაღალი რისკის სიტუაციებს, ასევე არაავტორიზებულ შესვლასა და შეზღუდული ზონების დარღვევას.
სისტემა აგზავნის დაუყოვნებელ შეტყობინებებს და ხელს უწყობს უსაფრთხოების ინციდენტების პრევენციას მათ გამწვავებამდე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანებისა და ქონების დაცულობას

02.
ტრანსპორტისა და ქცევების მონიტორინგი
ვიდეო ანალიტიკა ავტომატურად კითხულობს ავტომობილის სანომრე ნიშნებს, აკონტროლებს ტრანსპორტის გადაადგილებას და ამოიცნობს ადამიანების ქცევასა და აქტივობას სივრცეში.
ეს გამოიყენება წვდომის კონტროლისთვის, პარკინგის მართვისთვის, პერიმეტრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და რისკის შემცველი ქცევების დროულად გამოვლენისთვის

03.
ჭკვიანი შეტყობინებები, ვიდეო ძიება და ანალიტიკა
AI უზრუნველყოფს რეალურ დროში კონფიგურირებად შეტყობინებებს, ავტომატურ რეაგირებას და ვიდეო არქივში მყისიერ ძიებას ადამიანების, ავტომობილების, ობიექტების ან დროის მონაკვეთების მიხედვით.
პლატფორმა ქმნის ანალიტიკურ ინსაიტებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზაციებს უსაფრთხოების, ოპერაციული ეფექტიანობისა და მართვითი გადაწყვეტილებების გაუმჯობესებაში.

გადააქციეთ კამერები უსაფრთხოებისა და ოპერაციების ჭკვიან სისტემად






